ხშირად დასმული კითხვები
1. რა ტიპის ვიდეოკამერებს ამონტაჟებთ?
ჩვენ ვამონტაჟებთ ყველა ტიპის კამერას: IP, AHD, Wi-Fi, შიდა და გარე კამერები, ასევე 360° პანორამული და ღამის ხედვის სისტემები.
2. შესაძლებელია თუ არა ობიექტის წინასწარი დათვალიერება?
დიახ, ჩვენი სპეციალისტი ობიექტს ადგილზე დაათვალიერებს და დაგიდგენთ სწორი სისტემის შერჩევას. დათვალიერება ხშირ შემთხვევაში უფასოა.
3. რამდენი კამერა დამჭირდება?
ეს დამოკიდებულია ობიექტის ზომასა და საჭიროებებზე. სპეციალისტი რეკომენდაციებს მოგცემთ ადგილზე დათვალიერების შემდეგ.
4. რა ღირს კამერების მონტაჟი?
ფასი დამოკიდებულია კამერების რაოდენობაზე, ტიპზე და ობიექტის სპეციფიკაზე. ზუსტი ღირებულება დათვალიერების შემდეგ განისაზღვრება.
5. რამდენ ხანს გრძელდება მონტაჟი?
ჩვეულებრივ 2 – 6 საათი, მაგრამ დამოკიდებულია კამერების რაოდენობაზე და ობიექტის სირთულეზე.
6. შესაძლებელია კამერების ყურება ტელეფონით?
დიახ. ყველა ჩვენი სისტემა მუშაობს აპლიკაციებით, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ ტელეფონით, პლანშეტით ან კომპიუტერით ონლაინ თვალყურის დევნება.
7. რამდენი ხნის განმავლობაში ინახება ჩანაწერები?
ჩანაწერების შენახვის დრო დამოკიდებულია მეხსიერების ტევადობაზე (HDD/SD კარტა) და კამერების რაოდენობაზე. საშუალოდ 7–30 დღე.
8. გაქვთ გარანტია?
დიახ, ტექნიკასა და მონტაჟზე გაგვაჩნია 1 წლამდე გარანტია, კამერის ბრენდიდან და მოწყობილობიდან გამომდინარე.
9. მუშაობთ საცხოვრებელ და კომერციულ ობიექტებზე?
დიახ, ვმუშაობთ ყველა ტიპის ობიექტზე — ბინები, სახლები, მაღაზიები, ოფისები, საწარმოები, ავტოსადგომები და სხვა.
10. შესაძლებელია ძველი სისტემის განახლება?
დიახ, საჭიროების შემთხვევაში ვანაცვლებთ მოძველებულ კამერებს, ვაახლებთ რეგისტრატორს და ვაწარმოებთ სრულ მოდერნიზაციას.
11. გაქვთ 24/7 ტექნიკური მხარდაჭერა?
დიახ, პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე ან WhatsApp/Viber-ზე.
12. სჭირდება თუ არა კამერებს ინტერნეტი?
მონიტორინგისთვის – კი. მაგრამ ჩაწერა შესაძლებელია ინტერნეტის გარეშე, რეგისტრატორზე.
13. რა ბრენდებთან მუშაობთ?
ვმუშაობთ ცნობილ მწარმოებლებთან: Hikvision, Dahua, Uniview, mmstar. Imou, Ezviz და სხვა.
14. შესაძლებელია უნაღდო გადახდა?
დიახ, გვაქვს როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი და ონლაინ გადახდის შესაძლებლობა.
15. გაქვთ საბუღალტრო დოკუმენტაცია?
დიახ, იურიდიული პირებისთვის ვაწვდით სრულ დოკუმენტაციას: ინვოისი, ხელშეკრულება, აქტები.









